Home ბლოგი ყვარლის მეორე საჯარო სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მეთორმეტე კლასელს გიორგი ბუჯიაშვილს ემშვიდობება

ყვარლის მეორე საჯარო სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მეთორმეტე კლასელს გიორგი ბუჯიაშვილს ემშვიდობება

ყვარლის მეორე საჯარო სკოლა ტრაგიკულად დაღუპულ მეთორმეტე კლასელს, გიორგი ბუჯიაშვილს ემშვიდობება

„- გიორგი ჩვენი მოსწავლეა, ჩვენ მიერ გაზრდილი, რამდენ სასიამოვნო მოგონებასა და ისტორიას ინახავს ,გიო, შენ შესახებ ჩვენი სკოლის კედლები. ჩვენთვის დიდი ტკივილია, ღია ჭრილობა, განსაცდელი. უძლურია ყოველი სიტყვა.

ნუგეშად ქრისტიანს მხოლოდ ის ღრმა რწმენა გვრჩება, რომ სიცოცხლე უკვდავია და მარადისობაში უფალთან ყოფნით აგრძელებს ცხოვრებას, სადაც არ არის მწუხარება და ჭირი, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი. ნათელი მის ლამაზ, ახალგაზრდა, უბოროტო სულს, ხოლო მის ოჯახსა და ჩვენ გამძლეობა მოგვმადლოს ღმერთმა“, – წერს სკოლა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, სოფელ სანავარდოსთან მომხდარ ტრაგედიას ყვარელში მცხოვრები 17 წლის გიორგი ბუჯიაშვილი ემსხვერპლა.

ავტომობილი, რომლითაც რამდენიმე პირი გადაადგილდებოდა, ავარიაში მოყვა. ბუჯიაშვილი ადგილზე დაიღუპა.