Home ბლოგი თელავის უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა

თელავის უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა, რომელსაც კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები და დაინტერესებული ახალგაზრდები დაესწრნენ

შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა დ ახალგაზრდების ცხოვრებაში უმაღლესი სასწავლებლის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მონაწილეებს მიმართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, პლატონ კალმახელიძემ, რომელმაც ყურადღება განათლების მიმართულებით რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ახალგაზრდებისთვის შექმნილ შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანებმა დამსწრეებს სასწავლო პროგრამები, სწავლების სპეციფიკა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები გააცნეს.

მომავალ სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმაც.

უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, თამარ ასლანიშვილმა კი გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო პარტნიორობები წარადგინა, ასევე ისაუბრა საზღვარგარეთ სწავლისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობებზე.

ღია კარის დღე კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. დასასრულს სტუმრებმა სხვადასხვა ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.