გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამით, მიმდინარე წელს, 3 თვის განმავლობაში, 637 – მა ბენეფიციარმა ისარგებლა.
სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 395 093 ლარი გაიცა.
პროგრამა, რომელსაც მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური ახორციელებს ითვალისწინებს გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ან/და გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ პირთა სამედიცინო მომსახურების ფინანსურ მხარდაჭერას.





















