Home ბლოგი თელავში ბომბის შესახებ ცრუ ზარი განხორციელდა

თელავში ბომბის შესახებ ცრუ ზარი განხორციელდა

თელავში მოქალაქემ გადაუდებელი დახმარების ნომერზე დარეკა და განაცხადა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ბომბი იყო განთავსებული და მის განაღმვას ითხოვდა

შემთხვევის ადგილზე თელავის რაიონული პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ, თუმცა შემოწმების შედეგად ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა.

“მთავარი ამბები კახეთიდან” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა.

უწყების ინფორმაციით, შეტყობინების ავტორმა ძირს დაგდებული ჩანთა შენიშნა, რის გამოც განგაში ატეხა.

მათივე ცნობით, კაცის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება არ დაწყებულა.