პირველ მაისს, 14:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმი გიწვევთ თვითნასწავლი ხელოვანის, ნაირა აბრამიშვილის პერსონალური გამოფენის გახსნაზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ შესრულებული მრავალფეროვანი ნამუშევრები – ჩეხური ბისერებითა და მძივებით მოქარგული კომპოზიციები, მერინოსის მატყლით შექმნილი ნამუშევრები, ფუნჯით შესრულებული სურათები და ალმასების მოზაიკა.
გამოფენა გაგრძელდება 1 მაისიდან 16 მაისამდე
გთხოვთ მობრძანდეთ!





















