კახეთში მუნიციპალიტეტების განვითარების სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე რეგიონული განვითარების მინისტრს, კახაბერ გულედანს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა პრეზენტაციის ფორმატში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის პროექტები წარუდგინეს.
მერებმა დეტალურად ისაუბრეს თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვაზე, ძირითად მიზნებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
დოკუმენტში გათვალისწინებულია რეგიონის სპეციფიკა, მისი გეოგრაფიული მდებარეობა, სატრანსპორტო-ლოჯისტიკური პოტენციალი, ძლიერი აგროსექტორი და განვითარებადი ტურიზმი.
განსაკუთრებული ყურადღება მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებს, აგროტურიზმის განვითარებას, ღვინის ტურისტული მარშრუტების გაფართოებასა და ადგილობრივი პროდუქციის წარმოება-გადამუშავების გაძლიერებას დაეთმო.
შეხვედრას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე, მინისტრის მოადგილეები ლევან ზაუტაშვილი და ზურაბ იაშვილი ესწრებოდნენ.





















