Home ბლოგი საპატრიარქოში გამართული წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა საპატრიარქო ტახტის სამი კანდიდატი გამოავლინეს

საპატრიარქოში გამართული წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა საპატრიარქო ტახტის სამი კანდიდატი გამოავლინეს

საპატრიარქოში გამართული წმინდა სინოდის სხდომაზე მღვდელმთავრებმა საპატრიარქო ტახტის სამი კანდიდატი გამოავლინეს

ფარული კენჭისყრის შედეგად, ხმათა უმრავლესობით შემდეგი კანდიდატები გამოიკვეთა : კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი 20 ხმით. მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი 7 ხმით. 7 ხმა მიიღო ასევე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა.

სხდომას 38 მღვდელმთავარი ესწრებოდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მონაწილეობა ვერ მიიღო წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ.

ხმების დათვლის კომისიას მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე ხელმძღვანელობდა.

სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი კანდიდატებს შორის ხმათა უმრავლესობით გაფართოებულ სხდომაზე აირჩევა, რომელიც 17 მაისამდე უნდა გაიმართოს.