ახმეტის კულტურის სახლში ინტელექტუალური თამაში – „რა? სად? როდის?“ ფინალური ტური გაიმართა
მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სასკოლო თამაშში ქალაქ ახმეტის 8 საჯარო სკოლის 10 გუნდი მონაწილეობდა.
ქულათა რაოდენობის მიხედვით,
I ადგილი ქალაქ ახმეტის N 1 საჯარო სკოლის გუნდმა,
II ადგილი – ქალაქ ახმეტის N2 საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო III ადგილი – სოფელ მატნის N2 საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებსა და საუკეთესო მოაზროვნეს სიმბოლური თასი, სიგელები და ფულადი პრიზები გადაეცათ.
საუკეთესო მოაზროვნე ნინო მაზიაშვილი გახდა.
ორგანიზატორების თქმით, ღონისძიების მიზანია ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლება.





















