გურჯაანის მუნიციპალიტეტში, 2026 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში, ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამით 83 მა ოჯახმა ისარგებლა
პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 44 400 ლარი გაიცა.
მერიის ინფორმაციით, პროგრამა ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს და განკუთვნილია იმ ოჯახებისთვის, რომელთაც ჰყავთ 1 წლამდე ასაკის ბავშვი.
დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ იმ ოჯახებს, სადაც ბავშვის ერთ-ერთი მშობელი რეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
გურჯაანის მერის, გიორგი მაჭავარიანის თქმით, პროგრამის მიზანი ახალშობილთა ოჯახების მხარდაჭერა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.





















