Home ბლოგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი „საქართველოს სინფონიეტას” კონცერტს დაესწრო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი „საქართველოს სინფონიეტას” კონცერტს დაესწრო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, ოჯახთან ერთად, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის – „საქართველოს სინფონიეტას” კონცერტს დაესწრო.

კონცერტზე მსოფლიო კლასიკის გამორჩეული კომპოზიციები შესრულდა, რომელსაც კანადელი დირიჟორი ნურჰან არმანი დირიჟორობდა.

ღონისძიება კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გურჯაანის კულტურის ცენტრში გაიმართა.