სინოპტიკოსების პროგნოზით, 25-26 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონებში ნალექი შენარჩუნდება, ხოლო 27 აპრილს კვლავ ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.
ამინდის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, რეგიონში (თელავი, გურჯაანი, ყვარელი, ლაგოდეხი, სიღნაღი, ახმეტა, საგარეჯო, დედოფლისწყარო) ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 25-26 აპრილს უმეტესად უნალექო ამინდს ელოდებიან.
27 აპრილს კი მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.





















