Home ბლოგი მაისიდან მოსალოდნელია ფქვილი გაძვირდეს

მაისიდან მოსალოდნელია ფქვილი გაძვირდეს

მაისიდან მოსალოდნელია ფქვილი გაძვირდეს

კომპანია “ბარაქას” დირექტორის, ლადო ბიძინაშვილის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა ერთი ტომარა ფქვილის ფასი დაახლოებით 2 ლარით გაიზარდოს.

როგორც მან გამოცემა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, ფასის ზრდის მიზეზი პროდუქციის თვითღირებულების მატებაა, რაც რეგიონში არსებულმა ვითარებამ და ენერგომატარებლების გაძვირებამ გამოიწვია.

„-პროდუქციის თვითღირებულება მხოლოდ ხორბლის ფასს არ უკავშირდება. რეგიონში არსებული ვითარების გამო, გაიზარდა ენერგომატარებლების, მათ შორის ნავთობპროდუქტების ღირებულება.

ასევე გაძვირდა ფქვილის შესაფუთი ტომრები. ელექტროენერგიის ტარიფის ზრდამაც 50-კილოგრამიანი ტომრის თვითღირებულება დაახლოებით 50 თეთრით გაზარდა. ჯამში ეს ყველაფერი დაახლოებით 2-ლარიან სხვაობას გვაძლევს“,- აცხადებს ბიძინაშვილი.

მისივე თქმით, ფქვილის ფასის მოსალოდნელი ზრდა პურპროდუქტების ღირებულებაზე გავლენას არ მოახდენს.