ახმეტაში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლი ხანძარს გადაურჩა – მოქალაქე მეხანძრე-მაშველებს მადლობას უხდის
სახლის მფლობელი, ასმათ ხოზბერუაშვილი ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„-მადლობა მინდა გადავუხადო ახმეტის სახანძრო სამსახურის იმ ბრიგადას, რომელმაც ჩემი სახლი დაწვას გადამირჩინა. მადლობა ბიჭებო, რომ დღეს ღია ცის ქვეშ არ დავრჩი. თქვენი სიყოჩაღით და თანაგრძნობით ამ ღამეს ბედნიერება შემომიტანეთ,” – აცხადებს ხოზბერუაშვილი.
ის მადლიერია მისთვის უცნობი მოქალაქისაც, რომელმაც ხანძარი შენიშნა და შესაბამის სამსახურს დროულად შეატყობინა.





















