Home ბლოგი ბავშვის უფლებების დაცვის განყოფილება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმათა

ბავშვის უფლებების დაცვის განყოფილება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმათა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვის განყოფილება მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.

შეხვედრების მთავარი საკითხებია: ბავშვთა მიმართ ძალადობა, ბავშვებში ფსიქოლოგიური სტრესის ნიშნების ამოცნობა, უსაფრთხო ფიზიკური და სოციალური გარემოს შექმნა.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში დღეს ბავშვის უფლებების დაცვის განყოფილების ბავშვთა ფსიქოლოგი და ბავშვთა ინსპექტორი სოფელ ვეჯინის საჯარო სკოლის მასწავლებლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს შეხვდნენ. საინფორმაციო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში გაიმართება.