Home ბლოგი კახეთში ველური ვაზის შესწავლა მიმდინარეობს

კახეთში ველური ვაზის შესწავლა მიმდინარეობს

კახეთში ველური ვაზის შესწავლა მიმდინარეობს – კვლევები სხვა რეგიონებსაც მოიცავს

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საველე ექსპედიციები აქტიურ ფაზაშია.

პროცესი ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის სამეცნიერო პროექტის ფარგლებში ხორციელდება და კახეთთან ერთად მესხეთის, რაჭის, ლეჩხუმის, იმერეთისა და ქართლის მევენახეობის ზონებს მოიცავს.

პროექტის ხელმძღვანელის, დავით მაღრაძის განცხადებით, ველური ვაზი წარმოადგენს იმ გენეტიკურ საფუძველს, საიდანაც ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები განვითარდა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია მცენარის ეკოლოგიის, გავრცელების არეალებისა და გარემოს შესწავლა, რადგან ველური ვაზი დაავადებების მიმართ ნაკლებად გამძლეა და მისი რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება.

ამ მიზეზით, მისი აღრიცხვა და დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხოლო შეგროვებული მასალა შემდგომში კოლექციებში გამრავლდება.

პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები უკვე აისახა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეშიც.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომბპროექტის განხორციელება 2014 წელს დაიწყო.

2017 წელს კი სწორედ ამ კვლევებზე დაყრდნობით, საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და ქვეყანა ღვინის სამშობლოდ დასახელდა.