Home ბლოგი ყვარლის მუნიციპალიტეტში ნეკრესის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ნეკრესის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ნეკრესის მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ1–კმ5) პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობდა.

პროექტის ფარგლებში სრულად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ტროტუარები, გაზონები და სანიაღვრე არხები, ასევე მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და გზასთან მიერთებები. განთავსდა საგზაო ნიშნები და შესრულდა სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა.

იწყების ცნობით, განახლებული გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების უსაფრთხოებასა და კომფორტს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე მომლოცველებისა და ტურისტებისთვის, რომლებიც ნეკრესის ისტორიულ-კულტურულ კომპლექსს სტუმრობენ.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 604 100 ლარით დაფინანსდა.