თელავში ახალგაზრდული საბჭო შეიქმნება- მუნიციპალიტეტის მერიამ წევრების მისაღებად კონკურსი უკვე გამოაცხადა. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 29 წლის ჩათვლით ახალგაზრდებს. მსურველებმა რეგისტრავია ონლაინ უნდა გაიარონ. საბჭოს წევრობის კანდიდატები სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან.





















