Home ბლოგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აზომვითი სამუშაოები განახლდება. მოხდება იმ მოქალაქეთა ნაკვეთების აზომვა და რეგისტრაცია, რომლებმაც 2025 წლის 31 დეკემბრამდე შეავსეს განაცხადი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა კოორდინირებული მუშაობის, ადგილობრივ მოსახლეობასთან მჭიდრო და აქტიური კომუნიკაციის საჭიროებას, რათა შეუფერხებლად და ეფექტურად წარიმართოს სამუშაო პროცესი.