Home ბლოგი პლასტიკის ღია ცეცხლზე დაწვა გარემოსა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს ქმნის

პლასტიკის ღია ცეცხლზე დაწვა გარემოსა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს ქმნის

პლასტიკის ღია ცეცხლზე დაწვა გარემოსა და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს ქმნის

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია გარემოსდაცვით ორგანიზაცია CENN – თან ერთად, მოსახლეობას პლასტიკის ღია ცეცხლზე დაწვის საფრთხეებზე აფრთხილებს.

მათი განმარტებით, განსაკუთრებით მინდვრებში პლასტიკის დაწვა სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას.

სპეციალისტების თქმით, წვის პროცესში ჰაერში გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია.

ცეცხლი აზიანებს ნიადაგს და ანადგურებს სასარგებლო ბაქტერიებს, ხოლო პლასტიკი სრულად არ იწვება და ტოვებს მავნე ნარჩენებს.

პლასტიკის დაწვა ზრდის ნახშირორჟანგის გამოყოფას, რაც კლიმატის ცვლილებას უწყობს ხელს.

კამპანიის ავტორები მოსახლეობას მოუწოდებენ, გაუფრთხილდნენ ჰაერსა და ნიადაგს.

ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში.”