შეიძლება პარლამენტში 150 ადგილი გქონდეთ, მაგრამ ეკლესიაში არა- მეუფე იაკობი
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ეკლესიის საქმეებში ჩარევის საკითხსა და პანდემიის პერიოდში დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა. მისი თქმით, სახელმწიფოს შეუძლია დაარეგულიროს საჯარო სივრცე, თუმცა ეკლესიის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.
„-ანუ რა ხდებოდა, ეკლესიების დაკეტვას გვეუბნებოდნენ. მე მესმის მათი და რაში იცით? შეეშინდათ და არ უნდოდათ ადამიანები გარდაცვლილიყვნენ. ეგონათ, რომ სიკეთეს აკეთებდნენ, ბოროტები კი არ იყვნენ. მაგრამ მორწმუნესთვის რა არის ეკლესია, მიხვიდე, ქრისტეს ეზიარო, რომ საუკუნო ცხოვრება გქონდეს. და ეს თუ წამართვი, 200 წელი მაცხოვრებ თუ მათუსალასავით 969, რაში მჭირდება. მაშინ ყველა ერთად იყო. დღეს რა ხდება?! მოინდომა მოსვლა ნაწილმა და აღმოჩნდა იმ ადამიანთა ჯგუფი, გამიკვირდა ერთმა რომ თქვა. ჯერ ქალბატონი ვნახე ტელევიზორში, მერე რომ აყვნენ…
ნუ ეხებით იმას, რაც ჩვენი გადასაწყვეტია. შეიძლება, როცა მთავრობაში ხარ, აკრძალო, ვთქვათ, რა არ შეიძლება ქუჩაში. ტროტუარზეც არ დამაყენო თუნდაც, რა. ძალა თუ გაქვს, გააკეთებ, მაგრამ, ეკლესიაში ვინ მოვა, რა შენი საქმეა!
თუ ისინი ეკლესიურები არიან, მოძღვრები ხომ ჰყავთ, დაუძახონ და დაარიგონ ხოლმე. ვიღაც მრჩეველი ხომ უნდა ჰყავდეთ. ჩვენ რა, კიარ დავძაბუნებულვართ. ეკლესიაში ჩვენ ყველას დავიცავთ.
მერე შეიძლება ნაციონალური მოძრაობის ის დამაბრალონ, მაგრამ მე ქრისტიანად ვუყურებ ნებისმიერ ადამიანს და ჩემზე ძალიან რომელი ებრძოდათ. 2013 წლის 17 მაისს რომელი იყო იქ. დღევანდელზე ვიძახი, პარლამენტში ვინც არიან. როდის იყო ქვეყანას უჭირდა და იქ არ ვიყავი და მაგენი იქ იყვნენ…
ბოლო წლებში რომ ავიღოთ, ეკლესია როდისმე გვერდზე გადავიდა? ჩემი იმით, უცხოეთში თუ შიგნით, რას ვაკეთებ. მაგრამ, რაც თქვენი საქმე არ არის, ნუ აკეთებთ იმას და ყველამ მივხედოთ ჩვენ ჩვენს საქმეს. უწმინდესი შეიძლება ამ ქვეყნიდან გავიდა, მაგრამ საკმაოდ ძლიერი გუნდი დაგვტოვა. მე ცოცხალი ვარ, სხვებიც ისე არიან და ამიტომ ერთად ვიაროთ წინ…
უწმინდესის პერიოდში, იქ რომ ვიყავი, ბევრი მოვიდა, მთელი საქართველო იქ იყო შეკრებილი. არც პარტიული დაყოფა იყო და არც არაფერი. ცდილობდნენ ერთად არ მდგარიყვნენ, მაგრამ მაინც ჩვენთან ყველა მოდიოდა. დღეს თუ შერიგების და ერთად ცხოვრების შანსია, საქართველო ხომ უფრო გაძლიერდება. ღმერთთან ყველას ადგილია. ერთმანეთს ნუ შევუშლით ხელს, ცხონების გზაზე”, – თქვა ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში ქადაგებისას, მეუფე იაკობმა.





















