ავარია თელავში – მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა
შემთხვევა ვარდოშვილისა და ქეთევან წამებულის ქუჩების კვეთაზე იმ
დროს მოხდა, როცა 75 წლამდე ასაკის ქალი შუქნიშანთან გზის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებულმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და კრიმინალისტების ჯგუფი.
ავტომობილი სამართალდამცველებმა ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს და ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ავარიის გამო, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეფერხდა.





















