Home ბლოგი თელაველი მხატვრის ელენე ახვლედიანის დაბადების დღე მხატვარი 125 წლის გახდებოდა

თელაველი მხატვრის ელენე ახვლედიანის დაბადების დღე მხატვარი 125 წლის გახდებოდა

დღეს თელაველი მხატვრის, ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა – მხატვარი 125 წლის გახდებოდა

ახვლედიანი 1901 წლის 18 აპრილს, თელავში დაიბადა. ის ცნობილია როგორც ფერმწერი, გრაფიკოსი და თეატრის მხატვარი, რომლის შემოქმედებამ განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ ხელოვნებაში.

მან განათლება თბილისის სამხატვრო აკადემიაში მიიღო, შემდეგ კი სწავლა პარიზში გააგრძელა, სადაც ევროპული მოდერნისტული ხელოვნების გავლენა შეითვისა.

მისი ნამუშევრები ხშირად ასახავს საქართველოს პეიზაჟებს, განსაკუთრებით თბილისსა და კახეთს.

ელენე ახვლედიანმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თეატრალურ ხელოვნებაშიც და მრავალი სპექტაკლი გააფორმა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მისი შემოქმედების ნაწილი თელავის ისტორიულ მუზეუმშია დაცული.

ახვლედიანი იყო საქართველოს სახალხო მხატვარი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

თელავში ქუჩა, სადაც მისი საცხოვრებელი სახლი მდებარეობს, ელენე ახვლედიანის სახელს ატარებს.