გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილთან ერთად, სოფლებში – ვაზისუბანსა და კალაურში, უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ხევის გაწმენდის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ხევების გაწმენდასთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლებში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სავარგულებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდის სამუშაოებიც.
ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებული ხევის კალაპოტის გაწმენდის სამუშაოებს ა(ა)იპ გურჯაანის სატრანსპორტო სამსახური შესაბამისი ტექნიკით ახორციელებს.





















