Home ბლოგი გაფრთხილება ამინდის პროგნოზზე

გაფრთხილება ამინდის პროგნოზზე

18-20 აპრილს საქართველოში ამინდი შეიცვლება, 18 აპრილი უმეტესად უნალექო და შედარებით თბილი იქნება, ხოლო 19-20 აპრილს ტემპერატურის კლებასთან ერთად, ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი.

კახეთში, საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო, 18 აპრილს უმეტესად უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი იქნება.

19-20 აპრილს კი რეგიონში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ქარი. ტემპერატურა შენარჩუნდება დაახლოებით იმავე ფარგლებში, თუმცა ქარისა და ნალექის გამო, შედარებით გრილი იქნება.

19-20 აპრილს თითქმის ყველა რეგიონში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ქარიც. ტემპერატურა დასავლეთში მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან +12, +14 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთში +15, +18 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.