Home ბლოგი ახმეტა ზემო ალვანის მიმართულებით მგზავრობის საფასურთან დაკავშირებით მოქალაქეების ერთი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს

ახმეტა ზემო ალვანის მიმართულებით მგზავრობის საფასურთან დაკავშირებით მოქალაქეების ერთი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს

ახმეტა – ზემო ალვანის მიმართულებით მგზავრობის საფასურთან დაკავშირებით, მოქალაქეების ერთი ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს

ამის შესახებ, ერთ-ერთმა მათგანმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, ერთსა და იმავე მარშრუტზე სხვადასხვა მძღოლი განსხვავებულ თანხას იღებს, რაც გაურკვევლობასა და გულისწყრომას იწვევს.

როგორც ის აღნიშნავს, ერთ შემთხვევაში ალვანიდან ახმეტამდე მგზავრობისთვის 2.50 ლარი გადაახდევინეს, უკან დაბრუნებისას კი – 3 ლარი, მაშინ როცა მანამდე იგივე მარშრუტზე გადაადგილება 2 ლარი ღირდა.

მგზავრები ამბობენ, რომ მძღოლები ფასის ზრდას ბენზინის გაძვირებით ხსნიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ ტარიფების ასეთი ცვლილება არათანმიმდევრულია და წინასწარი ინფორმაციის გარეშე ხდება.

ზოგჯერ კი სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა არასტაბილურია და ხშირ შემთხვევაში ტრანსპორტი საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი.

მათივე შეფასებით, არსებული მდგომარეობა მგზავრთა ინტერესებს არ ითვალისწინებს და შესაბამის რეაგირებას საჭიროებს.