დღეს ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის დღესსასწაულია
ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს მართლმადიდებელი ქრისტიანები ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენელი ხატის დღეს აღნიშნავენ. ხატი ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერშია დაბრძანებული და დღემდე უვნებლადაა შემონახული. გადმოცემის თანახმად, ხატმა სასწაულთმოქმედი ძალა, პირველად 1664 წელს გამოავლინა, როდესაც მოულოდნელი სიბრმავით დასჯილ და კვლავ შეწყალებულ ტრაპეზარ ნილოსს თვალები აეხილა და მხედველობა დაუბრუნდა. ამ დღისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება სოფელ გურჯაანის მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარში მამა ვაჟა სონღულაშვილმა აღავლინა.





















