კახეთის მხარეში სახელწმიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით გეწაძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი, სოფელ ჭერემში იმყოფებოდნენ, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ გზაზე შექმნილ ვითარებას გაეცნენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, მოსახლეობას სურსათი და პირველადი საჭიროების მედიკამენტები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მანქანებით გაეგზავნა.
შესაბამისი სამსახურების მიერ უახლოეს დღეებში მოხდება ჭერემთან დამაკავშირებელ გზაზე არსებული ვითარების შესწავლა და გატარდება საჭირო ღონისძიებები.





















