Home ბლოგი სიღნაღში მიუსაფარ ძაღლზე სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სიღნაღში მიუსაფარ ძაღლზე სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სიღნაღში მიუსაფარ ძაღლზე სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქმე იმ შემთხვევას ეხება, რაზეც მატილდა საუბრობდა. ქალი, რომელიც წლებია მიუსაფარ ძაღლებს უვლის.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1977 წელს დაბადებული ზურაბ ჩირინაშვილი აიყვანეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ბასრი საგნის გამოყენებით, დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.