საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე (სოფ. ჰერეთისკარი) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ მოსული სტიქიის შედეგად, მდინარე ალაზანი კალაპოტიდან გადმოვიდა და ტერიტორია დატბორა. რის შედეგადაც, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება შეიზღუდა.





















