საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 აპრილს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში, ბრალდებულმა შელაპარაკებისას, მოკვლის მიზნით, დაზარალებულს დანით ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
დაკავებულს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.





















