Home ბლოგი ყვარლის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე დურუჯმა გაანადგურა ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები წყლით დაფარა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე დურუჯმა გაანადგურა ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები წყლით დაფარა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა მდინარე დურუჯმა გაანადგურა ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები წყლით დაფარა

უხვი ნალექის შედეგად, მდინარემ ორივე მხარეს, სიგრძეზე მოწყობილი ქვიშაყრილი მონაკვეთებად დააზიანა, გაარღვია მიწაყრილი და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა.

ამ ეტაპზე პრობლემის აღმოსაფხვრელად, ადგილზე მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურის მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

ვითარებას ადგილზე გაეცნენ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, პლატონ კალმახელიძე, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, ილია მზექალაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე.