Home ბლოგი აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის სააღდგომო სიტყვა – 2026

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის სააღდგომო სიტყვა – 2026

აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის სააღდგომო სიტყვა – 2026

“-ღმერთს ვთხოვ, ჩვენს ერს, პირველ რიგში, მისცეს მშვიდობა, რადგან სიყვარულის ძებნისთვის წყნარი გარემო არის საჭირო. განსაცდელებითაც გამოიცდება ერი და იწყებს უფლის ძიებას, მაგრამ მშვიდობა მაინც მთავარია, რადგან გონებას ღვთის ძიებისა და დიდების შესაძლებლობა მშვიდობისას ეძლევა.

ქრისტე აღსდგა და ყველა საფლავი დააცარიელა, ჯოჯოხეთის ბჭენი დაამსხვრია,შემუსრა. ეშმაკს ეგონა,რომ ხორციელად თუ მოკლავდა ქრისტეს, ამით საღვთო განგებულებას წინ აღუდგებოდა, მაგრამ შეცდა.

თუ კი კაცობრივი გონება, აღდგომის სასწაულის განმცდელი და შემმეცნებელი იქნება, ქრისტეს გარდა, აღარც არაფერს ისურვებს ამ ხილულ სამყაროში, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ ხდება და ვერც ვერასდროს მოხდება, რომ ქრისტეს მიმდევრებს ულხინდეთ. რადგან თავად უფალმა, ეკლესიის თავმა, გვასწავლა და გვითხრა, ვიწრო არს სავალი გზა მარადისობისკენ და მცირედი ხვდება. ხოლო იოლი გზა ფართოა და ბევრი დადის, ქრისტეს გზა არის განსაცდელებით სავსე, მაგრამ ეს მას არ გვაშორებს, რადგან ქრისტეთი ყველა განსაცდელი დაიძლევა.

ვინც ეძებს, პოულობს. ვინც აკაკუნებს – მას ეხსნება ზეციური სასუფეველის კარი. ჩვენც ქრისტეს იმედით, მისი სიტყვის სასოებით, ვდგავართ ამ გზაზე ჩვენი წინაპრების მსგავსად და ვზრდით მომავალ თაობასაც, რომ მათაც, ყველაზე მთავარი, ჭეშმარიტი რწმენა, ქრისტეს,სამშობლოსა და მოყვასის სიყვარული, მუდამ გულითა და გონებით ატარონ, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია. მისთვის სასუფეველიც ახლოსაა, რადგან ღმერთი შეეწევა, მას მართლის ლოცვა უყვარს, ხოლო განსაცდელში მყოფთ ყოველთვის წყალობს.

აღმდგარი ქრისტესაგან ვითხოვთ შეწევნას, მფარველობას,

ვითხოვთ ჩვენი მცირედ მორწმუნეობა განამტკიცოს, გააძლიეროს და მოგვმადლოს შეურყეველი სიყვარული ღვთისა, ერისა და მამულისა, ამინ!