დღეს, ქრისტიანები იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას ელოდებიან
იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი, თეოფილე მესამე, აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით დაახლოებით 14:00 საათზე შევა, რის შემდეგაც საფლავი დაიხურება.
უფლის მოწყალების ნიშნად, ზეციური ცეცხლის გადმოსვლას მორწმუნეები ყოველწლიურად განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან. აღდგომის ტაძარში მომლოცველები საქართველოდანაც იმყოფებიან.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.
გადმოცემის მიხედვით, ერთ-ერთ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა კურთხევა გასცა, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ.
კურთხევის შესრულების შემდეგ, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.





















