Home ბლოგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თელავსა და გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით თელავსა და გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თელავსა და გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

თელავის სატრანსპორტო სამსახურის ინფორმაციით, ავტობუსები 13 აპრილს იქნება უფასო.

გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურის ცნობით კი, უფასო მგზავრობა ორ დღეს, 12 და 13 აპრილს იმოქმედებს.

ინიციატივა აღდგომის დღეებში გაზრდილ მგზავრთა ნაკადს უკავშირდება, როდესაც მოქალაქეები ტრადიციულად საფლავებზე გადიან და გადაადგილების საჭიროება განსაკუთრებით იზრდება.