Home ბლოგი დღეს წითელ პარასკევს ბაგინეთის მთიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე ტრადიციული მსვლელობა გაიმართა

დღეს წითელ პარასკევს ბაგინეთის მთიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე ტრადიციული მსვლელობა გაიმართა

დღეს, წითელ პარასკევს, ბაგინეთის მთიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე ტრადიციული მსვლელობა გაიმართა

რელიგიურ რიტუალს საფუძველი 2021 წელს სვეტიცხოვლის წინამძღვრის, მამა სერაფიმე ჭედიას ინიციატივით ჩაეყარა და ყოველწლიურად უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

ამ დღეს მოძღვრები, დედები, მორჩილები, სტიქაროსნები და მრევლი ლოცვითა და გალობით წმინდა ჯვარს ტვირთულობენ და ბაგინეთის მთიდან სვეტიცხოველში გადააბრძანებენ.

მსვლელობა სიმბოლურად განასახიერებს მაცხოვრის მიერ ჯვრის ტვირთვას და იერუსალიმის ქუჩების გავლით გოლგოთაზე ასვლას.

წითელი პარასკევი ქრისტიანული სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა, რომელიც მორწმუნეებს კიდევ ერთხელ ახსენებს ქრისტეს თავგანწირვასა და ადამიანთა ხსნისთვის გაღებულ მსხვერპლს.