Home ბლოგი თელავში კერამიკის სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა

თელავში კერამიკის სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა

თელავში კერამიკის სააღდგომო ფესტივალი ჩატარდა

ის ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მიზანი ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარება და კერამიკული ხელოვნების პოპულარიზაციაა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო კერამიკული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ჩატარდა კერამიკის მასტერკლასი და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა სააღდგომო თიხის კვერცხების მოხატვაში მიიღეს მონაწილეობა.

ფესტივალი, რომელშიც 400-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და სკოლა-სტუდია „კერას“ ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე, გიორგი ყარაულაშვილი დაესწრო.