Home ბლოგი სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა

სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა

სასმელის პლასტმასის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა 2031 წლამდე გადავადდა

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინოსტრმა მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

“-ბიზნესთან აქტიური კომუნიკაციის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება “პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების”, რეგულაცია 4 წლით გადავავადოთ”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

პირველადი გეგმა ითვალისწინებდა პლასტმასის ბოთლებში სასმელის ეტაპობრივ აკრძალვას 2027 წლიდან.

რეგულაცია მიზნად ისახავდა ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის, კონტეინერებისა და სხვა პლასტმასის პროდუქციის გამოყენების შეზღუდვას.

თუმცა, საკითხზე ბიზნესმა და საზოგადოებამ განსხვავებული მოთხოვნები წარმოადგინა.