Home ბლოგი წვევამდელის გამოძახება SMS-ითაც იქნება შესაძლებელი პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა

წვევამდელის გამოძახება SMS-ითაც იქნება შესაძლებელი პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა

წვევამდელის გამოძახება SMS-ითაც იქნება შესაძლებელი, პარლამენტმა ცვლილებებს მხარი დაუჭირა

თავდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა თავდაცვის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც წვევამდელის გამოძახება შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ უწყების ჩაბარებით, არამედ კომუნიკაციის სხვა საშუალებებითაც, მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS).

პროექტი, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასა და ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზაციულ საკითხებს ეხება, თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა.

ცვლილებების მიხედვით, გამოძახება განხორციელდება: შეტყობინების/უწყების ჩაბარებით-ხელმოწერით ან შესაბამისი პირის დადასტურებით.

ტექნიკური ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით, რაც უკუკავშირითა და შესაბამისი აქტით დადასტურდება.

იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა, ან SMS/ელექტრონულ შეტყობინებაზე პასუხი 2 სამუშაო დღის განმავლობაში არ დაფიქსირდა, შესაბამისი უწყება გამოძახებას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნებს.

ის გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება, ხოლო პირი ვალდებული იქნება 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს შესაბამის ორგანოში.

განისაზღვრება იმ ოჯახის წევრთა წრეც, ვისთვისაც შესაძლებელი იქნება შეტყობინების ჩაბარება.

იცვლება პროფესიული სამხედრო სამსახურის კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებული წესი. ასეთ შემთხვევაში პირი ავტომატურად გადაინაცვლებს 8 თვიან სავალდებულო სამხედრო სამსახურში, თუ არ გააჩნია გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი.

კონტრაქტის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა 8 თვის განმავლობაში გადავადდება, ხოლო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, აღნიშნული ვალდებულება სრულად გაუქმდება.