Home ბლოგი სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ნასამართლევი თელავში დააკავეს

სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ნასამართლევი თელავში დააკავეს

სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.გ. თელავში დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, კონფლიქტის ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, 1996 წელს დაბადებულ ხ.ძ.-ს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაშია მოთავსებული.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე, თელავში დააკავეს, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.