უბედური შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში
ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს, ერთი მუშა ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაშავდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, სახლში კედელი ჩამოინგრა და მამაკაცი ნანგრევებში მოყვა.
ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
მომხდარის მიზეზები, მათ შორის რამდენად დაცული იყო უსაფრთხოების ზომები, გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს.





















