გურჯაანის კულტურის ცენტრი საზოგადოებას უნიკალურ მუსიკალურ ღონისძიებას – იტალიური სიმებიანი ინსტრუმენტების პრეზენტაციასა და კონცერტს სთავაზობს
ღონისძიება 23 აპრილს გაიმართება.
18:30 – ინსტრუმენტების პრეზენტაცია
19:00 – კონცერტი
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, დირიჟორი ნურჰან არმანი.
პროგრამა მოიცავს იტალიური და მსოფლიო კლასიკის გამორჩეულ ნიმუშებს, შესრულებულს თანამედროვე კრემონელი ოსტატების უნიკალურ ინსტრუმენტებზე.
დასწრება უფასოა, თუმცა აუცილებელია მოსაწვევის აღება გურჯაანის კულტურის ცენტრის სალაროში.
თითო მსურველზე გაიცემა მაქსიმუმ 2 მოსაწვევი. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ სალაროს მითითებულ ნომერზე: 558 19 08 54.





















