Home ბლოგი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს დაღუპული 28 წლის რუსლან...

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს დაღუპული 28 წლის რუსლან ძებისაშვილია

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო გურჯაანში სარემონტო სამუშაოების დროს დაღუპული, 28 წლის რუსლან ძებისაშვილია

ძებისაშვილი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ყიტაანის მკვიდრია. მისი ცხედარი გურჯანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.

როგორც მამამ, შალვა ძებისაშვილმა, „მთავარ ამბებს კახეთიდან“ უთხრა, მისი შვილი ძირითადად, დღიურ სამუშაოებს ასრულებდა. სეზონურად კი სამაცივრე მეურნეობიდან ატამი გამოჰქონდა და გურჯაანში მოქალაქეებს ურიგებდა. რამ გამოიწვია ნგრევა, მამა ამბობს, რომ დეტალები მისთვის უცნობია.

ინციდენტის შედეგად, დაშავდა კიდევ ერთი პირი, რომელიც მიღებული დაზიანებებით, 112-ის ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, უბედური შემთხვევა ზემო გურჯაანში, დღეს მოხდა. კერძო პირის სახლში, კედელი ჩამოინგრა და ორი მუშა მოიყოლა.