Home ბლოგი ყვარელში უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართა

ყვარელში უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, უფასო სკრინინგ აქცია გამართა.

აქციის ფარგლებში მოსახლეობას ჩაუტარდა:

* ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლის ასაკის ქალბატონებისთვის);

* საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (30-60 წლის ასაკის ქალბატონებისთვის);

ასევე, სკრინინგის დღეს პარალელურ რეჟიმში ხელმისაწვდომი იყო:

* HBV-B ჰეპატიტის სკრინინგი;

* HCV-C ჰეპატიტის სკრინინგი;

* HIV-აივ ინფექცია /შიდსის სკრინინგი.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და ხელშეწყობის მიზნით, მსგავსი ტიპის სამედიცინო აქციები მუნიციპალიტეტში პერიოდულად იმართება და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.