Home ბლოგი ყაჩაღობა ყარაჯალაში პოლიციამ სამი პირი დააკავა მათ შორის დედა-შვილია

ყაჩაღობა ყარაჯალაში პოლიციამ სამი პირი დააკავა მათ შორის დედა-შვილია

ყაჩაღობა ყარაჯალაში, პოლიციამ სამი პირი დააკავა, მათ შორის დედა-შვილია

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი აყვანეს.

დაკავებულები არიან:

1982 წელს დაბადებული ე.დ.

და დედა-შვილი, 2008 წელს დაბადებული თ.ი. და

წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული ს.ი.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 მარტს, გვიან ღამით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრებ 71 წლის ქალთან, ლ.ყ-სთან, საცხოვრებელ სახლში შენიღბული პირები შეიჭრნენ.

თავდამსხმელებმა დაზარალებულზე ფიზიკურად იძალადეს და ძალის გამოყენებით 8 200 ლარი, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავა.

ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, საბანკო ბარათები და მობილური ტელეფონი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.