Home ბლოგი სოფელ ყარაჯალაში ნაცემი და დაყაჩაღებული 71 წლის ქალი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

სოფელ ყარაჯალაში ნაცემი და დაყაჩაღებული 71 წლის ქალი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი

სოფელ ყარაჯალაში ნაცემი და დაყაჩაღებული 71 წლის ქალი თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მკურნალობას აგრძელებს

პაციენტი კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გუშინ დილით გადაიყვანა.

ექიმის ინფორმაციით, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა ნაწილში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

„-პაციენტი შემოყვანილი იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ. აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, ასევე დაზიანება მარჯვენა თვალ-ბუდის არეში. მისივე გადმოცემით, მასზე იძალადა მისთვის უცნობმა პირმა და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ჩატარებულია შესაბამისი კლინიკურ-დიაგნოსტიკური კვლევები და გადაყვანილია ნევროლოგიურ განყოფილებაში. კლინიკიდან გაწერის საკითხს გადაწყვეტს მკურნალი ექიმი-ნევროლოგი,”- თქვა გადაუდებელი მედიცინის განყოფილების მორიგე ექიმმა, ფიქრია კინდოლაურმა.

მომხდარის შესახებ გამოძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს. მათ შორის ერთი მამაკაცი და დედა-შვილია. შვილი წარსულში ნასამართლევი პირია.