31 მარტის რეფერენდუმი – გზა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე
1991 წლის 31 მარტს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ჩატარდა.
რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
საყოველთაო სახალხო კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა დაახლოებით 98 პროცენტმა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი დაუჭირა, რაც ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება.





















