Home ბლოგი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბინაში შეღწევით ძარცვის მცდელობისთვის სამი პირი დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბინაში შეღწევით ძარცვის მცდელობისთვის სამი პირი დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ბინაში შეღწევით ძარცვის მცდელობისთვის სამი პირი დააკავეს
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ძარცვის მცდელობის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული ი.ა., 2006 წელს დაბადებული ა.ჩ. და 2006 წელს დაბადებული გ.ბ. აიყვანეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ შენიღბულმა ბრალდებულებმა, სოფელ შაშიანში თანასოფლელის, ა.მ.-ს საცხოვრებელ სახლში თანხის მითვისების მიზნით, ფარულად შეაღწიეს, თუმცა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლეს და ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.