მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხთან დაკავშირებით, ეკლესიაში შესაძლო ჩარევაზე განცხადება გააკეთა
მთავარეპისკოპოსმა სასულიერო პირებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ „სუსის ფაილები” მათთვის არაფერს უნდა ნიშნავდეს.
-“არავის მივცემთ საშუალებას ჩაერიონ. სასულიერო პირებს პირად თანადგომას ვეუბნები, თუ ვინმეს გარედან შეწუხება დაუწყეს, მითხრან და გარეთ არავის დავინდობ. ხშირად ჩემ თავს ვაზიანებ და არავის ვაძლევ საშუალებას, ეკლესიაში ხელები აფათუროს… არ ინერვიულოთ, ძალიან კარგი პატრიარქი გვეყოლება.
სინოდის თითოეულ წევრს ვეუბნები: ჩვენში არ შეიძლება დაძაბულობა, ტელევიზიებში ათას სისულელეს ვუყურეთ. არც სუსის ფაილები მაინტერესებს და არც ვინც გვისმენს. ვინც გვისმენს, იმასაც მოვკიდებ ხელს, გვარებიც ვიცით, ყველაფერი ვიცით. ერთმა თავიც მოიკლა, ხომ ხედავთ.
ფაილებში, შესაძლოა 95% სიმართლე თქვან და სასულელეებიც ბრძანონ. ჩვენ არაფრის გვეშინია, ღვთის მოშიშები ვართ, კეთილ მოშიშები. ღმერთი გვიყვარს და წესიერად მოიქცეს ყველა. ჩვენი სახელმწიფოს საგარეო მიმართულებაზე ვსაუბრობ. ვისაც ჩვენთვის სიკეთე არ უნდა, ფრთხილად იყვნენ ჩვენთან. ჩვენთან არს ღმერთი. ჩვენ ერთმანეთიც უნდა გვიყვარდეს და მტერიც, მაგრამ ქრისტეს და ჩვენი ქვეყნის მტერი ვერ გვეყვარება, ეს ყველამ იცოდეს. არაფრის შეგეშინდეთ, ღვთის შეწევნით ყველაფერი კარგად იქნება!”- თქვა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საკვირაო ქადაგებისას.





















