Home ბლოგი თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა

თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კაბალის თემის მოსახლეობას შეხვდა

მინისტრმა აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაული, ნოვრუზ ბაირამი და რამაზან ბაირამი მიულოცა.

ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კაბალის თემის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს.

„-აზერბაიჯანულენოვანი მოსახლეობის და მათი ტრადიციების პატივისცემის ნიშნად, ვეწვიეთ სოფელ კაბალს, საიდანაც ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს, დაგვიანებით ვულოცავთ ამ უძველეს და ულამაზეს დღესასწაულს.

ასევე, გამოვხატავთ დაფასებას იმ თანაგრძნობისა და ღირსეული დამოკიდებულების გამო, რაც ჩვენმა მუსლიმმა თანამოქალაქეებმა გამოავლინეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გლოვის უმძიმეს დღეებში, მათ შორის მათთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების გაუქმებით.

შეხვედრა თბილ ატმოსფეროში წარიმართა. ამგვარი ერთობა ეფუძნება იმ ღირებულებებს, რაც ისტორიულად აერთიანებს და მომავალშიც გააძლიერებს ჩვენს ქვეყანას,“ – განაცხადა ახვლედიანმა.

„-ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს ვულოცავ რამაზან ბაირამისა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულებს. მშვიდობას, ბარაქასა და კეთილდღეობას ვუსურვებ,“- აღნიშნა პლატონ კალმახელიძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა, კახეთის მხარეში.