Home ბლოგი კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თბილისში, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებმა, საპროტესტო აქცია გამართეს და გარკვეული დროით მუშაობა შეწყვიტეს

მიზეზი საწვავის გაძვირება და მგზავრების აყვანის შეზღუდვაა, რაც ახალ რეგულაციებთან არის დაკავშირებული.

მიმდინარე წლიდან სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებით, ქვეყანაში ახალი წესები ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც, კახეთის მიმართულებით მძღოლები მგზავრების აყვანას „ისნის“ მეტროს მიმდებარედ ვეღარ ახერხებენ და ეს მხოლოდ ორთაჭალის, ან სამგორის სადგურში შეუძლიათ.

მოქალაქეებსა და მძღოლებს შორის არსებული საჭიროების გათვალისწინებით, აქციის მონაწილეები ითხოვდნენ მოკლევადიან გაჩერებას „ისნის“ ტერიტორიაზე, თუმცა მათი თქმით, მერიიდან მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღეს.

როგორც მძღოლებმა აღნიშნეს, გაძვირებული საწვავის ფონზე მგზავრების გარეშე, ცარიელი ტრანსპორტით გადაადგილება პრობლემურია. საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, მათ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განაახლეს.